Sunday, November 28, 2021

 მოგესალმებით!

ამა წლის 27 ნოემბერს ჩვენს სკოლაში, მე-6 კლასში აღნიშნული პროექტის ფარგლებში  ჩატარდა გაკვეთილი საგან ხელოვნებაში , თემაზე "მწვანე არქიტექტურა". გაკვეთილს უძღვებოდა ხელოვნების პედაგოგი ინგა ტორჩინავა. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას თავისი მიზნებითა და შედეგებით.

გაკვეთილის გეგმა

3

მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა ტორჩინავა

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

კლასი/საფეხური: 6/დაწყებითი/

მოსწავლეთა(მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 25

კლასში სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა: „მწვანე“ არქიტექტურა

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება, ასევე  იმ არქიტექტორთა ნამუშევრების გაცნობა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მწვანე არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებაში. მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალების შესრუებით მოახდინონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ს.გ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

·         ნამუშევარზე საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს;

·         ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ და კორექტულია სხვისი ნამუშევრის შეფასებისას.

 

კავშირი სხვა საგანთან:

ბუნ.VI.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს დამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის შესახებ მსჯელობა.

· ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს(მაგ; დაბინძურებული გარემო, მომატებული რადიაცია, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები და სხვ.)

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ)

1

აქტივობის მიზანი:

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა.

 აქტივობის აღწერა:

მოსწავლეთა აღრიცხვის შემდეგ,

მასწავლებელი  მოსწავლეებს გააცნობს   გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ აქტივობებს, შეფასების რუბრიკას. (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).

 

შემამზადებელი აქტივობა

საერთო საკლასო

ეკრანზე/ფლიპჩარტზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი და აქტივობები, შეფასების რუბრიკები.

 

 

2წთ

2

 

 

 

 

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება;  აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ;   დაწყებითი საფეხურიდან.

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით:

·         რა არის ეკოლოგია?

·         გსმენიათ თუ არა ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ? რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?

·         ახდენს თუ არა გავლენას ადამიანთა დამოკიდებულება დედამიწის ეკოლოგიაზე.

(ჩამოთვალეთ პროფესიები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი ზეგავლენის მოხდენა გარემოსა და ეკოლოგიაზე)

 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

 

საერთო საკლასო

 კომპიუტერი, ეკრანი, მხედველობითი აღქმისა და გააზრების/გახსენების მიზნით.

5 წთ

3

ინფორმაციის მიწოდება

აქტივობის მიზანი:

შეძლონ გაიაზრონ და შეაფასონ მწვანე არქიტექტურული ნაგებობების მნიშვნელობა თანამედროვე არქიტექტურაში.

აქტივობის აღწერა:

·         მასწავლებელი საუბრობს თანამედროვე–მწვანე არქიტექტურის შესახებ, აცნობს მოსწავლეებს  powerpoint– პრეზენტაციით

არქიტექტორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიური არქიტექტურის დანერგვაში და განხორციელებაში.   აჩვენებს თვალსაჩინოებებს მაიკ რეინოლდსისა და ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვაისერის არქიტექტურული მიღწევების შესახებ.

 

 

მინი ლექცია

საერთო საკლასო

power point, კომპიუტერი და პროექტორი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში და ახალი მასალის უკეთ და გააზრებაში.

 5 წთ

4

·         აქტივობის მიზანი:

·         მოსწავლეებმა შეძლონ

·         ახალი ინფორმაციის გაგება და გააზრება

·         აქტივობის აღწერა:

·          მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ

·          სლაიდზე წარმოდგენილ

·          ფოტომასალას, რომელზეც

·          მოცემულია განსხვავებული არქიტექტურული სტილი

·          (სტანდარტული და

·          არასტანდარტული–„მწვანე არქიტექტურა“) და შეეცადონ თავად იპოვონ სტილური თავისებურება.

·          

·          

·          

ანალიზისა და სინთეზის მეთოდი

ინდივიდუალური

Power-point

საწერ–კალამი ჩასანიშნად  ყურადღების კონცენტრირების  განვითარების მიზნით.

5 წთ

5

აქტივობის მიზანი:

შეძლოს განსხვავებული იდეების გააზრება, მსჯელობა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

აქტივობის აღწერა:

ინფორმაციის გაცნობის და გაანალიზების  შემდგომ მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ:

·         რა ეკოლოგიური პრობლემები შეიძლება არსებოდეს ჩვენს გარშემო, ქალაქში ან სოფლად

·         როგორი მწვანე შენობების ხილვას ისურვებდნენ საკუთარ ქალაქში

 

 

დისკუსია.

საკლასო მუშაობა

ანალიზისა და არგუმენტირებული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

5 წთ

6

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს მათი სურვილისამებრ დაურიგებს წინასწარ გამზადებულ უსახური სახლების კონტურულ მონახაზს.

 მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ მათი გადაქცევა   ეკოლოგიური სტილის სახლებად.

 ( ჰუნდერტვაისერის სტილში ან „მიწის ხომალდებად“)

 

 

 

 სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლე წარადგენს საკუთარ ნამუშევარს და ისაუბრებს თუ რა ცვლილებები შეიტანა ნაგებობაში  ვიზუალური თუ ეკოლოგიური კუთხით.

თანაკლასელები, კი შეაფასებენ, რომელმა ნაგებობამ მიიღო ყველასგან განსხვავებული სახე , რა განწყობა შეექმნათ მათ ამა თუ იმ ნამუშევრის ხილვისას.

 

პრაქტიკული სამუშაო

ინდივიდუალური

სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სათლელი, ფლომასტერი, პასტელები, საღებავები (სურვილის შესაბამისად).

პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მიზნით.

15 წთ

7

აქტივობის მიზანი:

შეჯამება/შეფასება

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეთა შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასებით.

 ასევე მოსწავლეებს მიეცემა  საშინაო დავალების ინსტრუქტაჟი.

გადაუღონ ფოტო მათ გარშემო არსებულ უსახურ შენობებს და გააცოცხლონ ისინი ჰუნდერტვაისერის სტილში.

შეფასება  საშინაო დავალება ინსტრუქტაჟით

საერთო საკლასო მუშაობა

შეფასების რუბრიკა მოსწავლეთა შესაფასებლად;

ფლირჩატზე დაწერილი ინსტრუქცია საშინაო დავალების შესასრულებლად.

3 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  

მიზანი:  მოსწავლემ შეძლო ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება, ასევე  იმ არქიტექტორთა ნამუშევრების გაცნობა და გააზრება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მწვანე არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებაში.მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალების შესრუებით მოახდინეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

 

შეფასება: მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით

კრიტერიუმები /

შეფასება

მაღალი

საშუალო

საჭიროებს გაუმჯობესებას

1.მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში

გაკვეთილის პირველ ფაზაში გამოირჩევა აქტიურობით

ნაწილობრივ არის ჩართული

პასიურად არის ჩართული 

·         2.კითხვა–პასუხის –დისკუსიის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინების გამოყენება

·         მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.

·          

 

მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გადმოსცემს გასაგებად

მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს აზრს მკაფიოდ და დასაბუთებულად

3.პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, ნამუშევრებში არჩეული თემის შესრულება დასახული მიზნის შესაბამისად.

პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას იყენებს კომპოზიციური განაწილების პრინციპებს არჩეული თემის შესაბამისად. ოსტატურად გადმოსცემს სივრცეს და ფლობს საგანთა თანაფარდობის პრინციპებს.

პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას იყენებს კომპოზიციურ განაწილების პრინციპებს, შეძლებისდაგვარად გადმოსცემს სივრცეს და საგანთა თანაფარდობას.

 

პრაქტიკული სამუშაოს შესრულება გაუჭირდა, თემის შესაბამისად.

4.ნამუშევრის წარდგენა პრეზენტაცია

ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას.

ნათლად გადმოსცემს აზრს,შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

პრეზენტაციის დროს ნათლად გადმოსცემს აზრს.

პრეზენტაციის დროს უჭირს აზრის ჩამოყალიბება.

 

ხელმოწერა:  ი. ტორჩინავა

თარიღი:    27.11.2021წ.





No comments:

Post a Comment

საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ანგარიში

  პროექტზე   მუშაობის   ფარგლებში   სკოლაში   შეიქმნა საინიციატოვო ჯგუფი,რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე-მოხალისეებს.მათ გა...