Thursday, November 25, 2021

 მოგესალმებით! 

25 ნოემბერს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "უფლებებიდან ვალდებულებამდე". გთავაზობთ გაკვეთილის რეფლექსიასა და ფოტო მასალას.

გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია

მასწავლებელი: სალომე დათიაშვილი,მარინე ტორაძე

სკოლა:  ქ.უთაისის მე-10 საჯარო

კლასი: მე-8

საგანი: ისტორია,მოქალაქეობა,გეოგრაფია

გაკვეთილის თემა: უფლებებიდან ვალდებულებებამდე

გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 25.11.2021

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა საგნების ინტეგრაციით დააკავშირონ ჭარსულში მომხდარი ფაქტები დააკავშირონ თანამედროვე  ეპოქასთან. გაავლებენ პარალელებს და იმსჯელებენ უძველესი პერიოდიდან ღემდე მოყოლებული  ბუნებაზე ურთიერთქმედებასა და მის მიერ გამოწვეულ  შედეგებზე .

 

 

 კონკრეტული გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები,ინტერესები( პრეზენტაციები,სწავლა კეთებით,გაკვეთილზე აქტიური სწავლა ),საჭიროებები( ხელშეწყობა-ჯგუფებში კითხვები შევადგინე ბლუმის სააზროვნო დონეების მიხედვით) და ასაკობრივი თავისებურებები. დავსახე გაზომვადი მიზნები.

გაკვეთილის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა.ამას ადასტურებს ის ინდიკატორები, რომელთა მეშვეობით გავზომე შედეგი.

·         მოსწავლეებმა გაიაზრეს ინფორმაცია ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე .

·         მოსწავლეებმა გაანალეზეს  ბაზრის და გაყიდვების არხების დანიშნულება ძველი პერიოდიდან დღემდე მოყოლებული.

 

გაკვეთილზე წარმატებული აღმოჩნდა სამივე ფაზა.

პირველი ფაზა იყო სამოტივაციო. მოსწავლემ გაიაზრა რას გააკეთებდა გაკვეთილის განმავლობაში,როგორ უნდა ემუშავა და რითი შეფასდებოდა კონკრეტულ გაკვეთილზე. შეექმნა პოზიტიური  განწყობა და მათთვის  ხელსაყრელი სამუშაო გარემო, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურობასა და ჩართულობას  საგაკვეთილო პროცესში.

ძირითად ნაწილში(შინაარსის რეალიზება) ხელი შეეწყო მოსწავლეთა აქტივობას(გამოყენებული აქტივობები/მეთოდები: ინდივიდუალური მუშაობა დისკუსია,კრიტიკული ანალიზი).

დასკვნით ნაწილში შეჯამდა გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაიაზრეს ინფორმაცია ჩამოაყალიბეს საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულებები, ასევე- ინფორმაციის ინტერპრეტაცია(საკუთარი სიტყვებით გადმოცემა). გამოვიყენეთ დისკუსია,ურთიერთშეფასება,თვითშეფასება.ამავე ფაზაში მიეცათ  საშინაო დავალება.

გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობებიდან  მინდა გამოვყო მეთოდი დისკუსია-   კუთხეები, ეს აქტივობა წარიმართა ძალიან სახალისოდ,საკლასო სივრცე თითქმის მთლიანად იყო ათვისებული , მოსწავლეებს საკუთარი აზრის გამოთქმის მეტი თავისუფლება მიეცათ,ისინი არ იყვნენ დამოკიდებული წიგნზე.იყვნენ აბსოლუტურად თავისუფალი,შექმნილი იყო ბუნებრივი (ნაკლებად ფორმალური) გარემო, .დისკუსია დაეხმარა მოსწავლეებს საკითხის ღრმა და დეტალურ განხილვაში.

დაჯგუფებული მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს და იწყებდნენ ჯგუფში მსჯელობას,რათა შემდეგ დაესაბუთებინათ  თავიანთი ვერსია არგუმენტებით.

ამ აქტივობის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მოსწავლეებმა წერილობითი ჩაწერების გაკეთება,ამიტომ ზეპირად საუბრობდნენ საკუთარ მოსაზრებებს,რაც ხარვეზებით ხასიათდებოდა,ასევე კამათის დროს იყო დასშვებზე მეტი ხმაური.

რესურსები შევარჩიე მიზნიდან გამომდინარე.გამოვიყენე ადამიანური (მოსწავლე,მასწავლებელი)საინფორმაციო(სახელმძღვანელო,წერილობითი წყაროები),ვიზუალური(პლაკატი-სურათები,მოსწავლეთა თვითშეფასებისათვის, სამუშაო ფურცლები დემონსტრირებისათვის.რესურსების ეფექტურობისათვის ჩვენს მიერ შექმნილი რესურსების(პლაკატები,სქემები) სრულყოფა-განვითარება მოხდა კლასში.

მაგრამ  ვერ შევძელით  ელექტრონული რესურსის გამოყენება(პროექტორი ,კომპიუტერი) რაც გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია.

 

ჩვენი გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიგვაჩნია,რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში შენარჩუნებული იქნა „გამოწვევის“ ეტაპზე გაღვივებული ინტერესები და იმპულსები (მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში,კითხვა-პასუხში,ურთიერთშეფასებაში).თითოეული ჯგუფი აფასებდა,ჩვენსს მიერ  წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით ერთმანეთს.ეს აქტივობა განსაკუთრებულად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა . უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

 

 

სამომავლოდ დასახული სტარტეგიები:

ზოგადი უნარები:მოსწავლეებს სამომავლოდ ზოგადად ვამუშავებთ სხვადასხვა უნარის გასავითარებელ კოგნიტურ სქემებზე მარტივიდან რთულისკენ ; სპეციფიკური საგნობრივი უნარები:  კონკრეტულად ამ მასალის ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში გამოვიყენებთ მეთ თვალსაჩინოებით მასალას მოდელებს, ვიდეო და აუდიო მასალას,რამეთუ მოსწავლეების სააზროვნო პროცესების გააქტიურებას უფრო შევუწყოთ ხელი.

შესაბამისად მცირე ცვლილებას შევიტანთ აქტივობებისთვის დათმობილ დროში.ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები ჩვენს გაკვეთილს მეტად სრულფასოვანს გახდის











No comments:

Post a Comment

საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ანგარიში

  პროექტზე   მუშაობის   ფარგლებში   სკოლაში   შეიქმნა საინიციატოვო ჯგუფი,რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე-მოხალისეებს.მათ გა...