მოგესალმებით!
თქვენ ესტუმრეთ სსიპ. ქალაქ ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის ბლოგს თემაზე " პროექტი -გარემო ჩვენს ირგვლივ".
ბლოგის მიზანია თვალი ადევნოთ ჩვენი სკოლის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, ღონისძიებებს, გაკვეთილებს, გაზიარებულ სასწავლო რესურსებს.
რატომ ავირჩიეთ თემა -გარემო ჩვენს ირგვლივ?!
ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, რაც თავის მხრივ ზემოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე .შესაბამისად ბუნებრივი გარემოს დაცვა და განახლება ყველა პროგრესული ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ გამწვანების აქციებში და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში.თუმცა ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე განსაკუთრებულად დაგვაფიქრა კოვიდ-19-ის პანდემიამ,რომელიც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე საზოგადოებისთვის.
როგორც ცნობილია ,ახალი ადამიანური დაავადებების წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან ,რომელიც წარმოიქმნება,როგორც ინდუსტრიული წარმოებისას, ასევე გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში.
ჩვენს სკოლაში გაუცნობიერებლად -ენერგიის უყაირთოდ გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით (არა მომჭირნედ გამოყენებით) ხელს ვუწყობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
ჩვენთვის ყველაზე რთულად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს სკოლის ირგვლივ არსებული ტერიტორიების გადამეტებული გამოყენება( ბაზრობები,მაღაზიები,ავტოსადგურები)ჰაერის დაბინძურება(მანქანების გამონაბოლქვი,საცხობებიდან გამოსული წვის პროდუქტები..)ტრანსპორტით გამოწვეულიხმაური და სხვა
შესაბამისად დაისვა კითხვები:
Ø როგორ გავაუმჯობესოთ გარემოს მდგომარეობა?
Ø როგორ დავიცვათ გარემო?
Ø ,როგორ ვიმოქმედოთ კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ?
Ø როგორ მოვახერხოთ სიცოცხლის უნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება ადგილზე?
სწორედ ამკითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება აღნიშნული პროექტის განხორციელება
პროექტის მიზანია ეკოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება მოზარდებში და ამ მიმართებით თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა სასკოლო თემში.
პროექტის ამოცანებია:
Ø პრობლემის იდენთიფიცირება
Ø სასკოლო თემში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება
Ø ეკოლოგიის შესხებ ცოდნის პრაქტიკში დანერგვა და განხორციელება.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, ესგ-დან კონკრეტული მიზნის გამოკვეთის გარეშე.
პროექტის ფარგლებში ვცდილობთ სარგებელი მიიღონ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა. ისინი თეორიულ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ რაციონალური ბუნებათსარგებლობის საკითხებში რაც პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგებათ. პროექტზე მუშაობა გაუადვილებთ მიღებული ცოდნის ტრანსფერს რეალურ ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment