Thursday, June 23, 2022

საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ანგარიში

 

პროექტზე  მუშაობის  ფარგლებში  სკოლაში  შეიქმნა საინიციატოვო ჯგუფი,რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე-მოხალისეებს.მათ გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 21 და 22 მუხლების მიერ მინიჭებული შეკრებისა და გაერთიანების უფლება,რის საფუძველზე შეიქმნა კონკრეტული ჯგუფი.თავდაპირველად გაერთიანების წევრი იყო 12 მოსწავლე,მოგვიანებით დაემატა კიდე რამოდენიმე,ამჟამად მათი რიცხვი  23 მდე გაიზარდა.

პირველ ეტაპზე განაცხადის შევსების შემდგომ მოხდა მოხალისეების მხრიდან მთავარი იდეების გენერირება. დასახეს სამუშაო მიზნები და სამომავლო გეგმები,როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი,აქვე შეიმუშავეს წესდება როგორც ერთობლივად მუშაობის დროს გამოსაყენებელი.სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული რომ   წევრობა ნებაყოფლობითი და თვითწარმოქმნადია.

ჯგუფის  მუშაობის მიზანია  აქტიური მონაწილეობით ,როგორც რიგითმა მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაში ,კერძოდ კი სკოლის ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემის აღმოფხვრაში.

მეორე ეტაპზე მოხალისეებმა დასახეს ამოცანები დაშეიმუშავეს ინდიკატორები,რა მიზნის მიხწევაში დაეხმარებათ. მართალია მათ გაკვეთილების პროცესში კარგად ისწავლეს საინიციატივო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ,მაგრამ დასაწყისისთვის კიდე ერთხელ ვთხოვე ენახათ მსოფლიო ფონდის ვიდეო ბმულზე “together possible”.რის შემდეგ ვთხოვე დაეწერათ რატომ არის იოლი გაერტიანებული ძალებით პრობლემის გადაჭრა.

ჯგუფის წევრებს შორის გამოცხადდა კონკურსი ლოგოს შექმნის შესახებ,რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს ჯგუფის მიზნები.

დამატებით ინფორმაციის მოძიების შესახებ მათვის ცხადი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომლებიც მუშაობენ მსგავსი ეკოლოგიური პრობლემების საკითხებზე და მათ მოგვარებაზე.

სამ კვირაში ერთხელ მოხალისეები იკრიბებიან და ერთმანეთს წარუდგენენ ანგარიშს იმის ს

შესახებ თუ რა შედეგი აქვთ მათ საქმიანობას.

 

ჯგუფში განხორციელებული აქტივობები

.მოსწავლეებმა შეადგინეს ე.წ. მწვანე კალენდარი სადაც გაწერილია გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეები,ეს კალენდარი წარუდგინეს პროექტის მონაწილეებს და დასახეს სამოქმედო  როგორც მოკლევადიანი ისე  გრძელვადიანი გეგმები

.რთული ეპიდური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა პირველი შეხვედრა 28 სექტემბერს როდესაც აღინიშნება მწვანე მომხმარებლის დღე.

24 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღესთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა გამართეს საინტერესო შეხვედრა 26 ოქტომბერს.(ვინაიდან 24 იყო არასასწავლო დღე)სადაც დისკუსიის თემათ არჩეული იქნა  საკითხი,როგორ დავეხმაროთ დედამიწას გლობალური დათბობის პირობებში.

.სახალისოთ წარიმართა ფლაერების მომზადებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დარიგების პროცესი. ამ აქტივობით სასკოლო თემი და გამვლელი მოქალაქეები კიდე ერთხელ დააფიქრეს ,რა მაშტაბური პრობლემის წინაშე დგას ადამიანები და კონკრეტულად ჩვენი სკოლა.

.ახლო მომავალში იგეგმება პროექტში მონაწილეების მიერ ვიდეო რგოლის გადაღება სადაც ნათლად იქნება გამოკვეტილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მისი შედეგები


 


დედამიწის დღე

 

ფოტომასალა

ეკო-მეგობრული სკოლა

 


პროექტის მიზნები და აქტივობები 



ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე

 

მინი პროექტი

1.პროექტის სახელი: ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე

2.პროექტის მიზანი: ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, ნარჩენების

გადამუშავების მნიშვნელობის გააზრება.

3.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებთან ერთად მოვახდენთ პრობლემის

იდენტიფიცირებას. ვისაუბრებთ კლასთან ნარჩენების რაობის შესახებ. მათ

უარყოფით ზეგავლენასა და შესაძლო გამოყენებაზე_მოვაწყობთ დისკუსიას.

შევადგენთ კითხვარებს კვლევისათვის, რომლის გამოყენებითაც აწარმოებენ

კვლევას შინ, რამდენად იყენებენ ძველ ნივთებს. კვლევის დასრულების შედეგებს

მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს. ერთად შეიმუშავებენ გეგმას, თუ როგორ

მისცენ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე. გეგმის შესაბამისად შწქმნიან პროდუქტს-

ძველ ნივთებს გააცოცხლებენ ბოლოს მოაწყობენ გამოფენას თემაზეძველი

ნივთების ახალი სიცოცხლე

4.მონაწილეთა ასაკი_ 11-12წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა_ორი კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მინი ლექცია

დისკუსია

კითხვარების შედგენა

კვლევის წარმოება

კვლევის შედეგების

გაზიარება_პრეზენტაცია

სამოქმედო გეგმის შედგენა

ძველი ნივთების გაცოცხლება

გამოფენის მოწყობა

პერმანენტული

მონიტორინგი/შეფასება

7.რესურსები:ადამიანური_მოსწავლეები; მასწავლებელი; მშობელი

მატერიალური_ფლიპჩარტი; მარკერი; ძველი ნივთები;; მაკრატელი;

საქსოვი ჩხირები; ახლად შექმნილი პროდუქტი.

8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას,

გაიაზრებენ ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობას. შექმნიან ძველი

ნივთებიდან ახალს. განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები.

9.სარგებელი სხვებისთვის: აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას, გახდებიან

მოტივირებულები_თვითონაც შემქმნან ძველი ნივთებისგან ახალი სიცოცხლე.

10.სამუშაო ენა: ქართული

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან

12.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნებისმეტყველება ხელოვნება

13.პროექტის ფასილიტატორი: .ჭიჭინაძე,მ.ტორაძე

14.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: chichinadzeshorena@gmail.com









გარემოს დაცვა

 
























 მოგესალმებით!

 თქვენ ესტუმრეთ სსიპ. ქალაქ ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის ბლოგს თემაზე " პროექტი -გარემო ჩვენს ირგვლივ".

ბლოგის მიზანია თვალი ადევნოთ ჩვენი სკოლის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, ღონისძიებებს, გაკვეთილებს, გაზიარებულ სასწავლო  რესურსებს. 

რატომ ავირჩიეთ თემა -გარემო ჩვენს ირგვლივ?!

ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მის ეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, რაც თავის მხრივ  ზემოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე .შესაბამისად ბუნებრივი გარემოს დაცვა და განახლება ყველა პროგრესული ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ გამწვანების აქციებში და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში.თუმცა ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე განსაკუთრებულად დაგვაფიქრა კოვიდ-19-ის პანდემიამ,რომელიც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე საზოგადობისთვის.

როგორც ცნობილია ,ახალი ადამიანური დაავადებების წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული  არემოს დაბინძურებასთან ,რომელიც წარმოიქმნება,როგორც  ინდუსტრიული წარმოებისასსევე  გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში.

ჩვენს სკოლაში გაუცნობიერებლად -ენერგიის უყაირთოდ გამოყენებითგათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებითნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითადსარეცხი და საწმენდი საშუალებებიდა სასმელი წყლის გაფლანგვით (არა მომჭირნედ გამოყენებით) ხელს ვუწყობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.

ჩვენთვის  ყველაზე რთულად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს სკოლის ირგვლივ არსებული ტერიტორიების გადამეტებული  გამოყენება( ბაზრობები,მაღაზიები,ავტოსადგურები)ჰაერის დაბინძურება(მანქანების გამონაბოლქვი,საცხობებიდან გამოსული წვის პროდუქტები..)ტრანსპორტით გამოწვეულიხმაური და სხვა

შესაბამისად დაისვა კითხვები:

Ø  როგორ გავაუმჯობესოთ  გარემოს  მდგომარეობა?

Ø  როგორ  დავიცვათ გარემო?

Ø  ,როგორ ვიმოქმედოთ  კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ?

Ø   როგორ მოვახერხოთ სიცოცხლის უნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება ადგილზე?

სწორედ ამკითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება აღნიშნული პროექტის განხორციელება


 პროექტის მიზანია ეკოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება მოზარდებში და ამ მიმართებით თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა სასკოლო თემში.

 პროექტის ამოცანებია:

Ø  პრობლემის იდენთიფიცირება

Ø  სასკოლო თემში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება

Ø  ეკოლოგიის შესხებ ცოდნის პრაქტიკში დანერგვა და განხორციელება. 


 
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, ესგ-დან კონკრეტული მიზნის გამოკვეთის გარეშე. 

პროექტის ფარგლებში ვცდილობთ სარგებელი მიიღონ დაწყებითი, საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა.  ისინი თეორიულ ცოდნას და  გამოცდილებას მიიღებენ  რაციონალური ბუნებათსარგებლობის საკითხებში  რაც პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგებათ.  პროექტზე მუშაობა გაუადვილებთ მიღებული ცოდნის ტრანსფერს რეალურ ცხოვრებაში.


Thursday, December 2, 2021

 მოგესალმებით! 

ამა წლის ნოემბრის თვეში , ჩვენს სკოლაში  ხელოვნების პედაგოგმა ინგა ტორჩინავამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყო მინი პროექტის "ჩვენი გარემო" განხორციელება მე-4დან მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად. 



გთავაზობთ პროექტის გეგმის ლინკს:         "ჩვენი გარემო" -პროექტის გეგმა   




Sunday, November 28, 2021

 მოგესალმებით!

ამა წლის 27 ნოემბერს ჩვენს სკოლაში, მე-6 კლასში აღნიშნული პროექტის ფარგლებში  ჩატარდა გაკვეთილი საგან ხელოვნებაში , თემაზე "მწვანე არქიტექტურა". გაკვეთილს უძღვებოდა ხელოვნების პედაგოგი ინგა ტორჩინავა. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას თავისი მიზნებითა და შედეგებით.

გაკვეთილის გეგმა

3

მასწავლებლის სახელი, გვარი: ინგა ტორჩინავა

საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

კლასი/საფეხური: 6/დაწყებითი/

მოსწავლეთა(მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 25

კლასში სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა: „მწვანე“ არქიტექტურა

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება, ასევე  იმ არქიტექტორთა ნამუშევრების გაცნობა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მწვანე არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებაში. მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალების შესრუებით მოახდინონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ს.გ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

·         ნამუშევარზე საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს;

·         ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ და კორექტულია სხვისი ნამუშევრის შეფასებისას.

 

კავშირი სხვა საგანთან:

ბუნ.VI.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს დამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის შესახებ მსჯელობა.

· ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს(მაგ; დაბინძურებული გარემო, მომატებული რადიაცია, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები და სხვ.)

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ)

1

აქტივობის მიზანი:

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა.

 აქტივობის აღწერა:

მოსწავლეთა აღრიცხვის შემდეგ,

მასწავლებელი  მოსწავლეებს გააცნობს   გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ აქტივობებს, შეფასების რუბრიკას. (საკლასო ოთახში წინასწარ გამოკრულია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა).

 

შემამზადებელი აქტივობა

საერთო საკლასო

ეკრანზე/ფლიპჩარტზე დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი და აქტივობები, შეფასების რუბრიკები.

 

 

2წთ

2

 

 

 

 

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება;  აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ;   დაწყებითი საფეხურიდან.

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით:

·         რა არის ეკოლოგია?

·         გსმენიათ თუ არა ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ? რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?

·         ახდენს თუ არა გავლენას ადამიანთა დამოკიდებულება დედამიწის ეკოლოგიაზე.

(ჩამოთვალეთ პროფესიები, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი ზეგავლენის მოხდენა გარემოსა და ეკოლოგიაზე)

 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

 

საერთო საკლასო

 კომპიუტერი, ეკრანი, მხედველობითი აღქმისა და გააზრების/გახსენების მიზნით.

5 წთ

3

ინფორმაციის მიწოდება

აქტივობის მიზანი:

შეძლონ გაიაზრონ და შეაფასონ მწვანე არქიტექტურული ნაგებობების მნიშვნელობა თანამედროვე არქიტექტურაში.

აქტივობის აღწერა:

·         მასწავლებელი საუბრობს თანამედროვე–მწვანე არქიტექტურის შესახებ, აცნობს მოსწავლეებს  powerpoint– პრეზენტაციით

არქიტექტორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიური არქიტექტურის დანერგვაში და განხორციელებაში.   აჩვენებს თვალსაჩინოებებს მაიკ რეინოლდსისა და ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვაისერის არქიტექტურული მიღწევების შესახებ.

 

 

მინი ლექცია

საერთო საკლასო

power point, კომპიუტერი და პროექტორი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში და ახალი მასალის უკეთ და გააზრებაში.

 5 წთ

4

·         აქტივობის მიზანი:

·         მოსწავლეებმა შეძლონ

·         ახალი ინფორმაციის გაგება და გააზრება

·         აქტივობის აღწერა:

·          მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ

·          სლაიდზე წარმოდგენილ

·          ფოტომასალას, რომელზეც

·          მოცემულია განსხვავებული არქიტექტურული სტილი

·          (სტანდარტული და

·          არასტანდარტული–„მწვანე არქიტექტურა“) და შეეცადონ თავად იპოვონ სტილური თავისებურება.

·          

·          

·          

ანალიზისა და სინთეზის მეთოდი

ინდივიდუალური

Power-point

საწერ–კალამი ჩასანიშნად  ყურადღების კონცენტრირების  განვითარების მიზნით.

5 წთ

5

აქტივობის მიზანი:

შეძლოს განსხვავებული იდეების გააზრება, მსჯელობა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

აქტივობის აღწერა:

ინფორმაციის გაცნობის და გაანალიზების  შემდგომ მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ:

·         რა ეკოლოგიური პრობლემები შეიძლება არსებოდეს ჩვენს გარშემო, ქალაქში ან სოფლად

·         როგორი მწვანე შენობების ხილვას ისურვებდნენ საკუთარ ქალაქში

 

 

დისკუსია.

საკლასო მუშაობა

ანალიზისა და არგუმენტირებული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

5 წთ

6

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს მათი სურვილისამებრ დაურიგებს წინასწარ გამზადებულ უსახური სახლების კონტურულ მონახაზს.

 მოსწავლეებმა  უნდა შეძლონ მათი გადაქცევა   ეკოლოგიური სტილის სახლებად.

 ( ჰუნდერტვაისერის სტილში ან „მიწის ხომალდებად“)

 

 

 

 სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლე წარადგენს საკუთარ ნამუშევარს და ისაუბრებს თუ რა ცვლილებები შეიტანა ნაგებობაში  ვიზუალური თუ ეკოლოგიური კუთხით.

თანაკლასელები, კი შეაფასებენ, რომელმა ნაგებობამ მიიღო ყველასგან განსხვავებული სახე , რა განწყობა შეექმნათ მათ ამა თუ იმ ნამუშევრის ხილვისას.

 

პრაქტიკული სამუშაო

ინდივიდუალური

სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სათლელი, ფლომასტერი, პასტელები, საღებავები (სურვილის შესაბამისად).

პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მიზნით.

15 წთ

7

აქტივობის მიზანი:

შეჯამება/შეფასება

 

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეთა შეფასება ხდება განმავითარებელი შეფასებით.

 ასევე მოსწავლეებს მიეცემა  საშინაო დავალების ინსტრუქტაჟი.

გადაუღონ ფოტო მათ გარშემო არსებულ უსახურ შენობებს და გააცოცხლონ ისინი ჰუნდერტვაისერის სტილში.

შეფასება  საშინაო დავალება ინსტრუქტაჟით

საერთო საკლასო მუშაობა

შეფასების რუბრიკა მოსწავლეთა შესაფასებლად;

ფლირჩატზე დაწერილი ინსტრუქცია საშინაო დავალების შესასრულებლად.

3 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  

მიზანი:  მოსწავლემ შეძლო ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება, ასევე  იმ არქიტექტორთა ნამუშევრების გაცნობა და გააზრება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მწვანე არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებაში.მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალების შესრუებით მოახდინეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

 

შეფასება: მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით

კრიტერიუმები /

შეფასება

მაღალი

საშუალო

საჭიროებს გაუმჯობესებას

1.მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში

გაკვეთილის პირველ ფაზაში გამოირჩევა აქტიურობით

ნაწილობრივ არის ჩართული

პასიურად არის ჩართული 

·         2.კითხვა–პასუხის –დისკუსიის რეჟიმში მსჯელობისას თემასთან შესატყვისობა, შესაბამისი ტერმინების გამოყენება

·         მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით, აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და გასაგებად.

·          

 

მსჯელობს შესაბამისი ტერმინოლოგიით, აზრს გადმოსცემს გასაგებად

მსჯელობის დროს ვერ გადმოსცემს აზრს მკაფიოდ და დასაბუთებულად

3.პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, ნამუშევრებში არჩეული თემის შესრულება დასახული მიზნის შესაბამისად.

პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას იყენებს კომპოზიციური განაწილების პრინციპებს არჩეული თემის შესაბამისად. ოსტატურად გადმოსცემს სივრცეს და ფლობს საგანთა თანაფარდობის პრინციპებს.

პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას იყენებს კომპოზიციურ განაწილების პრინციპებს, შეძლებისდაგვარად გადმოსცემს სივრცეს და საგანთა თანაფარდობას.

 

პრაქტიკული სამუშაოს შესრულება გაუჭირდა, თემის შესაბამისად.

4.ნამუშევრის წარდგენა პრეზენტაცია

ახდენს შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრის პრეზენტაციას.

ნათლად გადმოსცემს აზრს,შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

პრეზენტაციის დროს ნათლად გადმოსცემს აზრს.

პრეზენტაციის დროს უჭირს აზრის ჩამოყალიბება.

 

ხელმოწერა:  ი. ტორჩინავა

თარიღი:    27.11.2021წ.





საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ანგარიში

  პროექტზე   მუშაობის   ფარგლებში   სკოლაში   შეიქმნა საინიციატოვო ჯგუფი,რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე-მოხალისეებს.მათ გა...