პროექტზე მუშაობის ფარგლებში
სკოლაში შეიქმნა საინიციატოვო ჯგუფი,რომელიც
აერთიანებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე-მოხალისეებს.მათ გამოიყენეს საქართველოს
კონსტიტუციის 21 და 22 მუხლების მიერ მინიჭებული შეკრებისა და გაერთიანების უფლება,რის
საფუძველზე შეიქმნა კონკრეტული ჯგუფი.თავდაპირველად გაერთიანების წევრი იყო 12 მოსწავლე,მოგვიანებით
დაემატა კიდე რამოდენიმე,ამჟამად მათი რიცხვი 23 მდე გაიზარდა.
პირველ ეტაპზე განაცხადის შევსების შემდგომ მოხდა მოხალისეების
მხრიდან მთავარი იდეების გენერირება. დასახეს სამუშაო მიზნები და სამომავლო გეგმები,როგორც
მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი,აქვე შეიმუშავეს წესდება როგორც ერთობლივად მუშაობის
დროს გამოსაყენებელი.სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული რომ წევრობა ნებაყოფლობითი და თვითწარმოქმნადია.
ჯგუფის მუშაობის მიზანია
აქტიური მონაწილეობით ,როგორც რიგითმა
მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაში ,კერძოდ კი სკოლის
ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემის აღმოფხვრაში.
მეორე ეტაპზე მოხალისეებმა დასახეს ამოცანები დაშეიმუშავეს
ინდიკატორები,რა მიზნის მიხწევაში დაეხმარებათ. მართალია მათ გაკვეთილების პროცესში
კარგად ისწავლეს საინიციატივო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ,მაგრამ
დასაწყისისთვის კიდე ერთხელ ვთხოვე ენახათ მსოფლიო ფონდის ვიდეო ბმულზე “together possible”.რის
შემდეგ ვთხოვე დაეწერათ რატომ არის იოლი გაერტიანებული ძალებით პრობლემის გადაჭრა.
ჯგუფის წევრებს შორის გამოცხადდა კონკურსი ლოგოს შექმნის
შესახებ,რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს ჯგუფის მიზნები.
დამატებით ინფორმაციის მოძიების შესახებ მათვის ცხადი
გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ რომლებიც მუშაობენ მსგავსი
ეკოლოგიური პრობლემების საკითხებზე და მათ მოგვარებაზე.
სამ კვირაში ერთხელ მოხალისეები იკრიბებიან და ერთმანეთს
წარუდგენენ ანგარიშს იმის ს
შესახებ თუ რა შედეგი აქვთ მათ საქმიანობას.
ჯგუფში განხორციელებული აქტივობები
.მოსწავლეებმა
შეადგინეს ე.წ. მწვანე კალენდარი სადაც
გაწერილია გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეები,ეს კალენდარი წარუდგინეს
პროექტის მონაწილეებს და დასახეს სამოქმედო როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი გეგმები
.რთული
ეპიდური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა პირველი შეხვედრა 28 სექტემბერს როდესაც აღინიშნება
მწვანე მომხმარებლის დღე.
24 ოქტომბერს
კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღესთან დაკავშირებით
ჯგუფის წევრებმა გამართეს საინტერესო შეხვედრა 26 ოქტომბერს.(ვინაიდან 24 იყო არასასწავლო
დღე)სადაც დისკუსიის თემათ არჩეული იქნა საკითხი,როგორ
დავეხმაროთ დედამიწას გლობალური დათბობის პირობებში.
.სახალისოთ
წარიმართა ფლაერების მომზადებისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დარიგების პროცესი.
ამ აქტივობით სასკოლო თემი და გამვლელი მოქალაქეები კიდე ერთხელ დააფიქრეს ,რა მაშტაბური
პრობლემის წინაშე დგას ადამიანები და კონკრეტულად ჩვენი სკოლა.
.ახლო
მომავალში იგეგმება პროექტში მონაწილეების მიერ ვიდეო რგოლის გადაღება სადაც ნათლად
იქნება გამოკვეტილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მისი შედეგები